საბჭოს დასკვნაშია ყველაფერი, რაც საქართველოს ევროპულ გზას უხსნის... კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ - მეცოლა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ.

რაც შეეხება საქართველოს, მეცოლა ამბობს, რომ ევროკომისიის დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ნაბიჯი, რაც საქართველოს სტატუსის მისაღებად გზას გაუხსნის.

"მე ბევრ ქართველს ვესაუბრე ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში. საბჭოს დასკვნაში ნათქვამია ყველაფერი, რაც უხსნის ევროპულ გზას საქართველოს. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობდა, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და ეს ასახული იქნება ევროპული საბჭოს დღევანდელ დასკვნაშიც. ახლა განსაკუთრებული მომენტია, რადგან ჩვენს კონტინენტზე ომია და ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსს როგორც მინიმუმ, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ", - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 45 იყო, 14-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთან, ევროპარლამენტმა მოუწოდა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებებს, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი