ზმეინზე ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება კუნძულის სრულ გათავისუფლებამდე - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინზე უკრაინელების სამხედრო ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება კუნძულის სრულ გათავისუფლებამდე.

ბუდანოვის თქმით, ოკუპანტები კუნძულზე ათავსებენ საზენიტო მოწყობილობებით და სარაკეტო არტილერიით შეიარაღებულ დანაყოფს.

"არის სამი დანაყოფი. გარდა ამისა, არის სანაოსნო ჯგუფი და რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების რაზმი. ეს ოპერაცია გრძელდება. ცეცხლი გახსნილია სამიზნეებზე და ოპერაცია გაგრძელდება ზმეინის კუნძულის სრულ განთავისუფლებამდე", - ამბობს ბუდანოვი.

მან არ უპასუხა კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოდ იქნებიან კუნძულზე უკრაინელი სამხედროები მისი გათავისუფლების შემდეგ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი