ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა საკანონმდბლო ორგანოში დასამახსოვრებელი იყო კიდევ ერთი დეტალით. პრემიერმინისტრი "ოცნების" გუნდის წარუმატებლობის გადასაფარად საპარლამენტო ტრიბუნიდან სიცრუის ტირაჟირებას არ მორიდებია.
გავლენიანი ორგანიზაციების კვლევის შედეგებისა და ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგების დამახინჯებული მონაცემებით, ღარიბაშვილი იმის მტკიცებას შეეცადა, რომ ქვეყანა მოწინავეა კორუფციასთან ბრძოლაში და ასოცირების ტრიოში უპირობო ლიდერია.
რეალობა კი ღარიბაშვილის მიერ მოყვანილი კვლევის შედეგებით სრულიად საპირიპიროა. ავტორიტეტული ორგანიზაციები თავის ანგარიშებში მუდმივად მიუთითებენ, რომ ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება და ოლიგარქ ივანიშვილს სრულად აქვს მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები.