პრემიერის ანგარიშმა, რომელმაც დიდი რეზონანსი და ხისტი კრიტიკა გამოიწვია როგორც საქართველოში ასევე სტრატეგიული პერტნიორების მხრიდან, დიდი მოწონება დაიმსახურა "ქართული ოცნების" რიგებში. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ დღეს ირაკლი ღარიბაშვილის გამართლება მისივე აგრესიული სტილით სცადა.
თავდასხმების დაუსრულებელი სერია პოლიტიკურ ოპონენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორებზე ოპოზიციისთვის კიდევ ერთი პირდაპირი სიგნალია, რომ ოლიგარქის გუნდი ევროკომისიის პირობების შესრულებას არც ამჯერად გეგმავს.
პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილს არც კი უხსენებია, რა გეგმით აპირებს ხელისუფლება ევროპასთან დაახლოებას ან როდის შესრულდება რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.