"თუ ფიქრობთ, რომ ვინმე სხვისი ბრალია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელიც 10 წელია აკონტროლებს ყველაფერს, სულელი ხართ" | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

გავმაზეთ ისტორიული შანსი. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ - ვერ. თუ ფიქრობთ, რომ ეს ვინმე სხვისი ბრალია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელიც 10 წელია აკონტროლებს აქ ყველაფერს - სულელი ხართ. თუ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით გამოუვიდა და იტოვებთ თუნდაც 0.00000000001% შანსს, რომ გამოასწორებს და დაღმასვლა აღარ იქნება - სულელი ხართ. ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან, თავისუფალ სამყაროში - შეუთავსებელია. ეს გვითხრა ევროპამ. ხვალ, 20:00 საათზე რუსთაველზე!

- ასე გამოეხმაურა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი