"ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევედით... მადლობა" | საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

"საქართველო ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა"- ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ილია დარჩიაშვილი წერს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დამსახურებულ ადგილს დაიბრუნებს. 

"ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. გულითადად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს" - წერს ილია დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი გასცა რეკომენაცია, რომლის შესრულების შემდეგაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას შეძლებს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი