"საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან, ვიდრე ოდესმე" | კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ახლა უფრო ახლოსაა ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად ვიდრე ოდესმე.

 "დიდი მადლობა ევროპულ საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის! მაშინ, როცა უფრო მეტი სამუშაოა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან, ვიდრე ოდესმე... ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გარდამტეხ მომენტს" - წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი გასცა რეკომენდაცია, რომლის შესრულების შემდეგაც შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი