უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 338 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 610-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 338-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 610-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 335, ხარკოვის ოლქში - 177, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 55, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 48, ზაპოროჟიეს ოლქში - 31, სუმის ოლქში - 17.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 061 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 213 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი