რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა - დაღუპულია 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთში, რიაზანის ოლქის მახლობლად სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსული "ინტერფაქსი" და სახელმწიფო მედია RIA ავრცელებენ.

რეგიონის მთავრობა აცხადებს, რომ დაღუპულია 4 ადამიანი, 5 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ თვითმფრინავზე ტვირთი არ იყო, სასწავლო ფრენისას ეკიპაჟმა ძრავის გაუმართაობა შენიშნა და ადგილზევე დაშვება გადაწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი