უკრაინულ ძალებს მოუწევთ სევეროდონეცკის დატოვება - გაიდაი

გამოქვეყნდა:

პარასკევს ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს მოუწევთ სევეროდონეცკიდან გასვლა. მან რუსეთი ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის განადგურებაში დაადანაშაულა.

"სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს სამხედროების გაყვანა [სევეროდონეცკიდან]. აზრი არ აქვს მრავალი თვის [საომარი მოქმედებების] შემდეგ დასუსტებულ პოზიციებზე დარჩენას, რადგან გამაგრებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ყოველდღე გაიზარდოს", - თქვა გაიდაიმ სატელევიზიო მიმართვაში.

მისივე განცხადებით, უკრაინელებმა რომლებიც იქ არიან უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე გადაყვანისა და იქიდან საომარი მოქმედებების განხორციელების შესახებ.

გაიდაი აცხადებს, რომ სახლების 90%-ზე მეტი დაიბომბა, დაახლოებით 80% კრიტიკულად განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი