ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში "ვაგნერის" დაქირავებულ პილოტებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე იერიშებისთვის დაქირავებულ პილოტებს იყენებს, რადგან სათანადოდ მომზადებული პერსონალის ნაკლებობა აქვს.

დაზვერვა თვლის, რომ ვეტერანების გამოყენება, რომლებიც ამჟამად "ვაგნერის" ჯგუფთან კონტრაქტით მუშაობენ, მიუთითებს, რომ რუსეთის საჰაერო ძალები ყველანაირად ცდილობს, მხარი დაუჭიროს უკრაინაში შეჭრას საკმარისი რაოდენობის ეკიპაჟებით. 

"ეს ალბათ გამოწვეულია რუსეთში სათანადოდ მომზადებული პერსონალის ნაკლებობით და მისი საბრძოლო დანაკარგებით", - ნათქვამია ანგარიშში.

24 ივნისის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა უკვე დაახლოებით 34 530 ჯარისკაცი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი