ბატონმა მაკრონმა პირდაპირ თქვა, უკრაინა დღეს არის ომში, მათ აქვთ ვალი - მაჭარაშვილი EU-ს სტატუსზე

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" ისევ ამტკიცებენ, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ომის გამო მიიღო, ხოლო მოლდოვამ მოსალოდნელი საფრთხის. გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს "ციტირებს" და ამბობს, რომ ევროპას უკრაინის ვალი ჰქონდა: 

"ბატონმა მაკრონმა თავის ინტერვიუში პირდაპირ თქვა, ვციტირებ, უკრაინა დღეს არის ომში, მათ აქვთ ვალი, ამ შემთხვევაში ვალი პოლიტიკური და მორალური უკრაინის წინაშე, პრაქტიკულად იგივე მდგომარეობაშია ასევე მან აღნიშნა, მოლდოვა, იმიტომ, რომ არის მეზობელი ქვეყანა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მის მიმართაც ამიტომ იყო გათვალისწინებული ეს ფაქტორები და მხოლოდ ამის გამო მიანიჭეს მას კანდიდატის სტატუსი. გულდასაწყვეტი ის არის, რომ იმას რასაც გვილოცავენ ევროკავშირის ლიდერები, არაერთი, ამას სამწუხაროდ აღნიშნავს რადიკალური ოპოზიცია. არა ყველა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, მათთვის მთავარი არ აღმოჩნდა ის რეალური ევროპული ღირებულებები, რაზეც საუბრობენ ბატონი შარლ მიშელი, ბატონი მაკრონი, ქალბატონი ურსულა." თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ,  გასულ ღამეს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი