პუტინი ომშია EU-ს წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად ეს არის ომი ევროკავშირთან - კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ წერს, რომ რუსეთი ახლა ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ომშია ევროკავშირთან:

"უკრაინა ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია!!!
გუშინ ევროპარლამენტთან ეს წინასწარ ავღნიშნეთ. ჩვენ ვგრძნობდით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
უკრაინის ხელმძღვანელობა ასევე ცვლის ევროკავშირს: მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან შეუძლებელი ჩანდა.
დღეის მდგომარეობით პუტინი ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად ეს არის ომი ევროკავშირთან.
ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვების დღე.
და პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხის დღე. და არა მარტო უკრაინაში, არამედ მოლდოვაში. სავარაუდოდ - საქართველოშიც გრძელვადიან პერიოდში. " წერს ანდრიუს კუბილიუსი.

შეგახსენებთ,  გასულ ღამეს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი