გირჩი-მეტი თავისუფლება ბიზნესმენებს მიმართავს, მისცენ საშუალება მათ კომპანიებში დასაქმებულებს დაესწრონ რუსთაველის გამზირზე აქციას და დღეს სამუშაო საათები ადრე დაასრულონ:
"ყველა ბიზნესებს, დიდს, პატარას, მაღალს, დაბალს, მომგებიანს, ზარალზე მყოფს
ვისაც შეგიძლიათ
დაასრულეთ დღეს სამუშაო საათები 18.30-ზე
და მიეცით შესაძლებლობა დასაქმებულებს დადგნენ თავისუფლების და ევროპული მომავლის მხარეს
20.00-ზე, რუსთაველზე
ამაზე სწორი ბიზნესი არ არსებობს დღეს" ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო ოლიგარქიული მმართველობის გარეშე - საერთო სახალხო მოძრაობა კიდევ ერთი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. მოძრაობა სირცხვილია, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და საზოგადოებრივი ჯგუფები დღეს 20 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
დღესვე, აქციის ორგანიზატორები გაასაჯაროებენ სამოქმედო გეგმას, რომლითაც ისინი ევროპული საბჭოს მთავარი მოთხოვნების - დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის შესრულებას აპირებენ.