თაობა სწავლობს ბრძოლას და აღარავის დაუთმობს არც ქვეყნის თავისუფლებას და არც თავის უფლებებს - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"თავისუფლებისთვის ბრძოლა თაობიდან თაობაზე გადადის!
მთელ ამ მძიმე პროცესს ერთი სიკეთეც აქვს. ახალმა თაობამ გემო გაუგო ქვეყნის თავისუფლებისთვის, საკუთარი უფლებებისთვის სხვებთან ერთად ბრძოლას, პროტესტის ღიად და დაუფარავად გამოხატვას. 
ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას  გემოს გაუგებს, ის აღარასოდეს ამბობს ბრძოლაზე უარს. ყოველთვის გამოვა უსამართლობის წინააღმდეგ და ეს არის მთავარი
თაობა სწავლობს ბრძოლას და აღარავის დაუთმობს არც ქვეყნის თავისუფლებას და არც თავის უფლებებს.
დღეს 20:00 საათზე"

წერს ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუქზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი