არ გვშურს მათი წახალისების - ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინა და მოლდოვა EU-მ წაახალისა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუისის მინიჭება წამახალისებელი საჩუქარია. ამ თემაზე მან კიდევ ერთხელ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინასა და მოლდოვას, მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსიც, როგორც წამახალისებელი, ვიტყოდი მე საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა ვუსურვო უკრაინასა და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა, უკრაინა არის უმძიმეს ომში, მოლდოვაც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ასე რომ ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვლო წარმატება", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართება, სადაც საზოგადოება ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი