საზოგადოებამ ნახა ურსულა ფონ დერ ლაიენის მილოცვა პირადად ჩემდამი, ნუ ეძებთ ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ევროპელი ლიდერები მიმართავენ ქართველ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას. მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა პირადად მას მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ხოლო ქართველ ხალხს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა:

"გუშინ, საზოგადოებამ ნახა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მილოცვა პირადად ჩემდამი და თქვენ არ ვიცი რას გულისხმობთ, ქალბატონმა ურსულამ მიულოცა საქართველოს პრემიერმინისტრს თავის ოფიციალურ მიმართვაში და ბატონმა მიშელმა მიულოცა ქართველ ხალხს. მე მგონი ნორმალურია. ამ ისტორიულ დროს, ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი." მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს დასმული კიტხვის პასუხად.

კითხვაზე, რატომ მიმართა ევროპულ საბჭოს სიტყვით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და არა მან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს ნომინალური და სიმბოლური მიმართვა იყო, სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტს ნებართვის აღება მოუწევდა:

"ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ჩვენი პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია და ამ შემთხვევაში მისი მიმართვა იყო აბსოლუტურად სიმბოლური. მას არავითარი რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო იქ. სხვა შემთხვევაში მას მოუწევდა ჩემთვის კანონის და კონსტიტუციის მიხედვით მომართვა და ნებართვის აღება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები დადიან ბრიუსელში, მონაწილეობენ ნატოს სამიტებში, ევროკავშირის სხდომებს ესწრებიან პრეზიდენტები საპარლამენტო რესპუბლიკების, რომლებსაც იქაც აქვთ ნომინალური წარმომადგენლობითი ფუნქცია. ესეც ნორმალურია, ნუ ეძებთ სკანდალს" თქვა ღარიბაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი