ევროკავშირი რუსეთთან ომისთვის ნატო-სთან ერთად კოალიციას კრებს - ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ევროკავშირი ნატო-სთან ერთად, რუსეთთან საბრძოლველად თანამედროვე კოალიციას კრებს, "როგორც ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის დროს".

მისი თქმით, კრემლს არ აქვს ილუზია, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიური მუხტი დაიშლება.

"ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიური მუხტი როგორმე დაიშლება ან შეიცვლება გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ეს არის გზა, რომელიც ევროპელებმა აირჩიეს. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჰიტლერმა თავისი დროშის ქვეშ შეკრიბა ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ არა უმეტესობა, სსრკ-ს წინააღმდეგ ომისთვის. ახლა ევროკავშირი, ნატოსთან ერთად, აწყობს თანამედროვე კოალიციას რუსეთთან საბრძოლველად და ზოგადად, ომისთვის", - ამბობს ლავროვი.

შეგახსენებთ, ლავროვმა მაისში უკრაინის პრეზიდენტი ჰიტლერს შეადარა: "ის ფაქტი, რომ ზელენსკი ებრაელია, არ უარყოფს მის ქვეყანაში ნაცისტურ ელემენტებს. მე მჯერა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი