ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მაშინ როცა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მის ხელისუფლებას აქვს და ვიღაცას "რევოლუციის მოწყობა" უნდა, ეს ნიშნავს ომის დაწყებას.
"როცა მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარს, ჩვენ გვამარჯვეთ 8 არჩევნებში, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაცია, ჩვენ გვაქვს მანდატი მართვის და ამ დროის ვიღაც მოდის და უნდა რომ დაამხოს მთავრობა, მოაწყოს რევოლუცია, არიოს ქვეყანა, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს დიდი უბედურების განხორციელებას და მათ შორის ომის დაწყებას.
რა ქვია იმას თუ არა, როცა ითხოვდნენ საჯაროდ, ორგანიზებულად, ჩარტერული რეისებით მოხალისეების წაყვანას უკრაინაში საომრად. ამაზე ნებართვა ვის უნდა გაეცა? მთავრობას, მე არ გავეცი ნებართვა და განმარტებაც გავაკეტე. არც ერთ მთავრობას მსოფლიოში, არ გაუკეთებია მსგავსი რამ. პირიქით, დღემდე, ამასწინათ პრეზიდენტი ბაიდენი გამოვიდა, სხვა ევროპელი ლიდერებიც, საჯაროდ მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში", - თქვა ღარიბაშვილმა.