"ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპა, რომელიც გვილოცავს და ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით იყო დამწუხრებული და გლოვობდა ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ აქ უკვე ჩვენმა მოსახლეობამ თავად გამოიტანოს შეფასება და გადაწყვეტილება, ვინ არის მართალი, ევროპა და ევროპელი ლიდერები, რომლებიც გვილოცავენ თუ ქართული ოპოზიციის თუ სამოქალაქო სექტორის ნაწილი, რომელიც გლოვობს ამ გადაწყვეტილებას".
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე.