ოპოზიციამ ხმარებიდან ამოიღოს ტერმინები პრორუსული მთავრობა და პუტინისტური რეჟიმი - კობახიძე დეპოლარიზაციაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციამ უნდა შეიცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა  პრორუსული მთავრობა, ან პუტინისტური რეჟიმი - ამის შესახებ ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ოპოზიცია, ლექსიკონიდან ამოიღებს აღნიშნულ ტერმინებს ისინი გადადგამენ პირველ ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ.

"ოპოზიციამ უნდა შეიცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა არის მაგალითად პრორუსული მთავრობა. ან პუტინისტური რეჟიმი და ა.შ. როგორც კი ამას გააკეთებენ მაშინვე ისინი გადადგამენ პირველ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ. ამის მზაობა თუ აქვთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კარგი თუმცა ამის მზაობას ვერ ვხედავთ, პირიქით, ყველა მათი ყველა ნაბიჯი არის პოლარიზაციისკენ მიმართული, ვნახოთ, ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ შესრულდება დაველოდებით რა თქმა უნდა ოპოზიციის ქმედებებს " - ამბობს ირაკლი კობახიძე

დეპოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის რეკომენდაციებში, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად უნდა შეასრულოს.

"ოცნების" ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციას აკისრებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი