
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.
მდინარაძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს გაზრდის, რის შედეგადაც, ნაკლები ადგილი დარჩება სპეკულაციებისთვის.
დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა ამ პოზიტიური პროცესის გაგრძელებას და ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ და ზეგ დაჩქარებული წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ჩვენ, რაც მთავარია ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას. საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და მათი ასახვა შესაბამის ნორმებში ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი, კიდევ უფრო ნაკლები კითხვის ნიშანი იქნება და კიდევ უფრო ნაკლები სივრცე დარჩება სპეკულაციებისთვის, რაც არჩევნებს შეეხება იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს კითხვის ნიშნები იყოს, რაც შეიძლება, ნაკლები, - განაცხადა მდინარაძემ.