მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, მესამე პრეზიდენტი დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თემურ ჯანაშიამ მოინახულა. მისი ინფორმაციით რამდენიმეკვირიანი მკურნალობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს გაუმჯობესება არ ეტყობა, რის გამოც ის მიიჩნევს რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა .