სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველი”-ს  თანამშრომლებისთვის - ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს." აცხადებს უწყება. 

თავდასხმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე დღეს მოხდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი