"რაც მადარდებს ეს არის, რომ ახალგაზრდები ვერ ერკვევიან ევროპულ არქიტექტურაში..." | ვოლსკი 

გამოქვეყნდა:

„ძალიან გული მწყდება, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა შეცდომაშია შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰქვია ევროპა, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყანა. გული მწყდება ახალგაზრდებზე - ვის მიყვები?! ადამიანს, რომელმაც შენი წლოვანების ხალხი აწამა?! ამიტომ ერთობლივი მუშაობაა საჭირო და ერთმანეთის ლეგიტიმაციის ცნობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც მადარდებს ეს არის, რომ ახალგაზრდები ვერ ერკვევიან, იგივე მაკრონის გამოთქმულ გეოპოლიტიკურ თემაზე, ევროპულ არქიტექტურაზე, საქართველოს როლზე. სიტუაციას რომ დახედო ზემოდან რა ხდება, ვფიქრობ საქართველოში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა გადაერჩინა საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული რყევისგან“.

- თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ "იმედთან". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი