
რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონას კვლავ უტევენ და ლისიჩანსკში შესვლას ცდილობენ - ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
"24 ივნისს, რუსები თავს დაესხნენ სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონას, სცადეს სამხრეთიდან ლისიჩანსკში შესვლა და ქალაქის ბლოკირება, მიიტანეს საჰაერო იერიში. საარტილერიო თავდასხმის შედეგად დაზარალდა სევეროდონეცკი, კერძოდ, სოფლები სინეცკი და პავლოგრადი. ასევე, დაბომბეს ვოვჩოარივკა, ბელოგოროვკა და ლოსკუტივკა", - თქვა გაიდაიმ.
მისივე თქმით, დნეპრის საავადმყოფოში ორი ბავშვის და დედის სიცოცხლე გადაარჩინეს, რომლებიც ხუთშაბათს, ლისიჩანსკის მახლობლად, მალორიაზანცევოში დაშავდნენ.