"ბიჭებს უთქვამთ, ნუ იგინებითო... წავიდნენ და დანებით ჩამოვიდნენ სახლიდან" | ისანში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ისანში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ე.წ. ზეემკას დასახლებაში შელაპარაკება მეზობლებს შორის მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

3 ადამიანი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია გადაიყვანეს. მეზობლების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს წუხელ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

"უწმაწურ სიტყვებს ამბობდნენ და ჩვენ ბიჭებს უთქვამთ, ქალებთან ერთად იყვნენ და ნუ იგინებითო, დაწყნარდითო. ამის გამო წავიდნენ და ჩამოვიდნენ დანებით სახლიდან. ცოლებს ბრიტვები ეჭირათო და ბიჭები დანებით იყვნენო. სამი ბიჭია დაჭრილი. ერთი არის უფრო მეტად, იმას ბევრი ჭრილობა აქვს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ჯერ არაინ დაუკავებია. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი