2 დაღუპული, 21 დაშავებული - ოსლოს ბარში თავდასხმისთვის 1 პირი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ლგბტქ ღამის კლუბში თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს, 21 კი დაშავდა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 42 წლის კაცი დააკავა. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და ტერორისტული აქტი. 

სროლა ადგილობრივი დროით, 24 ივნისს 1:00 საათზე, სამ ლოკაციაზე მოხდა, მათ შორის ლონდონის პაბში, რომელიც საკუთარ თავს "გეი შტაბს 1979 წლიდან უწოდებს“.

BBC-ის ინფორმაციით, სროლა ოსლოს აღლუმის წინა დღეს მოხდა, რომელიც 25 ივნისს უნდა ჩატარებულიყო. მომხდარის გამო ღონისძიება გაუქმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი