"მთავარის" ინფორმაციით, როდესაც ქვეყანა EU-ს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, ღარიბაშვილი და კობახიძე რესტორანში ქეიფობდნენ

გამოქვეყნდა:

ქეიფი და დროსტარება, მაშინ როცა  ქვეყნის ბედი წყდებოდა. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება  რომ, 23 ივნისს, მაშინ როდესაც ქვეყანა  ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდებოდა  და   ევროპარლამენტში საქართველოს   მომავალზე მსჯელობდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი და  ირაკლი კობახიძე რესტორანში ქეიფობდნენ. ინფორმაციას ადასტურებს ირაკლი კობახიძე - "საქმიანი საუბარი გვქონდა 4 კაციან წრეში" - ამბობს ის, თუმცა ვისთან ჰქონდათ ეს სამიანი საუბარი არ აკონკრეტებს. რესტორან "ქართულ სახლში" შეკითხვებს არ პასუხობენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი