
გერმანია უკრაინას 1 მილიარდი ევროთი დააფინანსებს. შეთანხმებას ხელი უკვე ოფიციალურად მოეწერა.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საგრანტო თანხა სრულად მოხმარდება ომის დროს სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფინანსებას. უკრაინა აღნიშნულ თანხას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს.