"ეს გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს" | ბაიდენმა იარაღზე კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს ხელი მოაწერა კანონს იარაღის უსაფრთხოების შესახებCNN წერს, რომ ეს არის ფედერალური კანონი, რომელიც მიღებულია ათწლეულების განმავლობაში პირველად. სენატმა კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით ხუთშაბათს გვიან ღამით კენჭისყრით მიიღო. 

ორპარტიული კანონპროექტი შეიქმნა  უვალდესა და ბუფალოში მასობრივი სროლებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რამაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 19 ბავშვი დაწყებით სკოლაში.

„ღმერთის ნებით, ეს გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს“, - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში, როცა კანონპროექტზე ხელმოწერა დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ  ამ კვირაში უზენაესმა სასამართლომ გააფართოვა იარაღის მფლობელების უფლებები და განაცხადა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია იცავს ინდივიდის შესაძლებლობას, ატაროს იარაღი საჯაროდ თავდაცვის მიზნით. ”უზენაესმა სასამართლომ მიიღო საშინელი გადაწყვეტილებები”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს. 

ცნობისთვის, წინა მსგავსი ზომები კონგრესმა 1993 წელს მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი