ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული კრემლის პროპაგანდა საქართველოში - ზუსტად იმ დროს, როცა თბილისის მთავარ გამზირზე, ასობით ათასი მოქალაქე, ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდა, ერთ- ერთ სასტუმროში, პრორუსი პროპაგანდისტები შეიკრიბნენ; ამ ე.წ. სემინარის მთავარი მიზანი, საქართველოში, რუსული და პროპუტინისტური განწყობების გავრცელება იყო;
ის, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, საქართველოში სრული სიმძლავრით მუშაობს, ალტ ინფოს მაგალითიც საკმარისია, თუმცა კრემლის სატელიტი ორგანიზაციების რაოდენობა, ქვეყანაში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს; მათ შორის ერთ ერთი, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ქართუდან ფინანსდება; როგორ მუშაობს კრემლის პროპაგანდა საქართველოში-სქემა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, საკუთარ მოსახლეობას, რუსული მეთოდებით და რუსული პროპაგანდით ყოველდღიურად წამლავს;
ზურა პეტროსიანის რეპორტაჟი