ადამიანს ყოველთვის სურს, დაიცვას თავი ფსიქოლოგიური ტრავმისგან, მაგრამ ომისგან დისტანცირება შეუძლებელია | ოლენა ზელენსკა 

გამოქვეყნდა:

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ  ტელეკომპანია France 5-ს ინტერვიუ მისცა და ომში უკრაინელების ცხოვრებაზე ისაუბრა. ზელენსკამ მთავარიო ყურადღება ბავშვებს დაუთმო, რომლებიც ყოველდღიურად იღუპებიან. 

ოლენა ზელენსკამ ხმამაღლა უთხრა მსოფლიოს, რომ როგორც უნდა ეცადონ, თავი აარიდონ უკრაინაში მიმდინარე მძიმე პროცესებისგან დისტანცირებას, რათა ფსიქიკა არ დაუზიანდეთ, ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან სამყარო კედლებით არ არის დაყოფილი. 

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ განაცხადა:

"იმ მომენტში, როცა ჩვეულებრივი დღე გაქვს - წარმატებული თუ წარუმატებელი, სამუშაო თუ დასვენების დღე - ჩვენს ქვეყანაში ადამიანები და ბავშვები იღუპებიან. იგივე ბავშვები, როგორიც ფრანგი ბავშვები მაგალითად, რომლებიც დადიან სკოლებში და კლუბებში, უყვართ TikTok და ინტერნეტში ყოფნა. სჯერათ, რომ სამყარო მათთვის ღიაა...ძალიან ძნელი გასააზრებელია, ვიცი. ადამიანს ყოველთვის სურს დაიცვას თავი ფსიქოლოგიური ტრავმისგან. მაგრამ თანამედროვე სამყაროში ომისგან დისტანცირება  შეუძლებელია. სამყაროს უბრალოდ არ აქვს კედლები"- ამბობს ოლენა ზელენსკა.

ამავე ინტერვიუში პირველმა ლედიმ უკრაინელების ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამაზე და მათს მდგომარეობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ბევრი უკრაინელი თავს იდანაშაულებს მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩნენ და იტანჯებიან ე.წ. "გადარჩენის სინდრომით". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი