რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს

გამოქვეყნდა:

სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტრიუკის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად აიღეს და აკონტროლებენ ქალაქს სევეროდონეცკს. სტრიუკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე.

ქალაქი უკვე მთლიანად რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშაა, როგორც ვიცი, „კომენდანტი“ დანიშნეს - ამბობს სტრიუკი და იმედოვნებს, რომ ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ უმოკლეს დროში დაბრუნდება.

მისი თქმით, ოკუპირებული სევეროდონეცკის დატოვება მოსახლეობას მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით შეუძლია.

მან ასევე აღნიშნა, რომ  „აზოტის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ტოვებს ქარხანას  და ოკუპანტები აქტიურად იღებენ ამ ყველაფერს პროპაგანდისტული ვიდეოებისთვის.

"ადამიანებმა თითქმის სამი თვე გაატარეს თავშესაფრებში და სარდაფებში, საკმაოდ რთულია ემოციურად და ფსიქოლოგიურად. მათ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ", - ამბობს სტრიუკი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი