45 რუსული რაკეტა ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ჟიტომირის რეგიონი, ლვოვის რეგიონი, ჩერნიგოვის რეგიონი, მიკოლაევი. ყველა მათგანი გაშვებული იყო ერთი მიზნით - ეჩვენებინათ, რომ თითქოს რუსეთს შეუძლია რაღაცის გაკეთება, რომ რუსული არმია წარმატებას მიაღწევს. დღეს სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე თვეა. ოკუპანტები მეხუთე დღეს აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილის აღებას და იძულებული არიან, მეხუთე თვეს მოაწყონ ასეთი სარაკეტო "ჩვენება", რომელიც სტრატეგიულად არაფერს ცვლის რუსეთისთვის. ეს არის ომის ასეთი ეტაპი - რთული მორალურად, რთული ემოციურად... ვერანაირი რუსული რაკეტა, ვერანაირი დარტყმა ვერ გატეხს უკრაინელების სულს.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.