
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში, რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 7 წლის გოგონა გამოიყვანეს.
კლიჩკოს ცნობით, ახლა მაშველები ბავშვის დედის გადარჩენას ცდილობენ.
"მეგობრებო! შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა გამოიყვანეს. ის ცოცხალია. ახლა დედამისს გადაარჩენენ", - დაწერა კლიჩკომ Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რუსმა აგრესორებმა დედაქალაქზე სარაკეტო იერიში გამთენიისას მიიტანეს. ადგილზე მეხაძნრე-მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.