მაია სანდუ კიევში ვიზიტს გეგმავს

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ვიზიტს გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის სპიკერის თქმით, თუ ეს ვიზიტი მართლაც შედგება, უსაფრთხოების დაცვის გამო ინფორმაციას წინასწარ არ გაავრცელებენ.

სანდუ უკრაინის პრეზიდენტს ომის დაწყების შემდეგ პირველად გასულ კვირას ესაუბრა.

შეგახსენებთ, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი