საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მაია ბითაძე ვერ ასახელებს, ვინ არის საქართველოში ოლიგარქი.
"ქართული ოცნების" წევრის თქმით, ის არც მკითხავია და არც მარჩიელი, რომ გამოიცნოს ევროპარლამენტარების მინიშნება, ვის თვლიან ისინი ოლიგარქად.
"მე არ ვარ მკითხავი და მარჩიელი და ოლიგარქის განმარტებას თუ ნახავთ, როგორც საქართველოსთვის, ასევე მოლდოვისთვის და უკრაინისთვის შეიძლება ვივარაუდოთ. ოლიგარქი ეს არის განმარტება, რომელიც განიმარტება, როგორც ვიცით. თუ თქვენ ცდილობთ, რომ ეს ვინმეს მოერგოს, ნუ ცდილობთ", - განაცხადა მაია ბითაძე.
"მთავარი არხის" შეკითხვაზე - ხომ არ ფიქრობენ ევროპარლამენტარები, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, მაია ბითაძემ უპასუხა:
"ვინ რას გულისხმობს, ეს მე არ ვიცი. შეიძლება მედია სხვაზე გულისხმობს, ევროპელი პარტნიორები სხვაზე", - თქვა ბითაძემ.