"მთავარის" ინფორმაციით, ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში მეორე "ოქროს მოწმე" ავტობუსის მძღოლია | გამოკითხვები გრძელდება

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმეში გარდა კაჭარავას თანამშრომლისა, რომელიც თავდასხმის მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა, კიდევ ერთი "ოქროს მოწმეა". ის ავტობუსის მძღოლია, რომელიც წყნეთის გზაზე სროლას შეესწრო.

მძღოლი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. მათ ავტობუსიდან ვიდეოჩანაწერებიც ამოიღეს, თუმცა უცნობია, ჩანს თუ არა კადრებში თავდამსხმელი, რომელმაც ბიზნესმენის მიმართულებით 20-ზე მეტი გასროლა განახორციელა.

ცნობილია, რომ სამმართველოში ელოდებიან ავტობუსის მგზავრებსაც.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველზე გახმაურებული მკვლელობიდან სამი დღე გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს. "მთავარის" ინფორმაციით, უწყებას ქილერი იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

ლევან კაჭარავა 24 ივნისს, წყნეთის გზატკეცილზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა კარგად იცოდა ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტი და მას ჩასაფრება ისეთ ადგილზე მოუწყო, სადაც არც შენობებია და არც გარე სათვალთვალო კამერები.

ასევე იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი