ანტი-NATO პროპაგანდა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ბოლო თვეებია, საქართველოს პრემიერი პირდაპირ რუსული პროპაგანდის ენით საუბრობს. მასთან ერთად ევროკავშირსა და დასავლელ პოლიტიკოსებზე თავდახმას არც "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ერიდებიან. "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა გასულ კვირას კიდევ უფრო სახიფათო გახდა.  

ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილმა კრემლის პროპაგანდის თეზისები ნატოსთან მიმართებით გამოიყენა, და გაიმეორა ის, რასაც პუტინი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ იმეორებს, და რის გამოც რუსეთმა 2 ომი დაიწყო, ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში.

ევროკავშირზე თავდასხმებმა და პოლიტიკური ცილისწამების ბინძურმა კამპანიამ სადამდე მიგვიყვანა უკვე ვნახეთ, საქართველო იმ აღმოსავლეთ ევროპული სამეულის მიღმა აღმოჩნდა, რომელიც თავის დროზე ჩვენს გამო, 2008 წლის ომის გამო შეიქმნა.

სად მიგვიყვანს ახლა უკვე ანტი-ნატოს შინაარსის განცხადებები პრემეირისგან, და რა საფრთხეს უქმნის ღარიბაშვილის პრორუსული რიტორიკა ჩვენს უსაფრთხოებას, იხილეთ თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი