ქართველი ხალხი ცვლილებებს ითხოვს | ახალი პოლიტიკური რეალობა საქართველოში

გამოქვეყნდა:

ერთი კვირის განმავლობაში ორი ხალხმრავალი აქცია თბილისში - ჯერ კვირის დასაწისში, 20 ივნისს, და შემდეგ უკვე 24-ში, რუსთაველზე ასიათასობით ადამიანი გამოვიდა. გამოვიდა ერთადერთი მიზნით - გადაარჩინოს საკუთარი სამშობლო, გადაარჩინოს თავისი ქვეყნისა და შვილების მომავალი, გადაარჩინოს ჩვენი ევროპული შანსი.

შანსი, ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, სადაც კანონზე ზევით არავინ დგას, ავაშენოთ საზოგადეობა, სადაც შრომა და ცოდნა ფასდება, და ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია. ქართველი ხალხი ცვლილებებს ითხოვს. ამ ცვლილებებისა და ჩვენი ევროპული მომავლის გადასარჩენად კი დრო არც ისე ბევრია.

ხელისუფლება რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესასრულებლად, ეს ოცნების ლიდერების განხადებებიდან უკვე გასაგებია. და როცა ხელისუფლება ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის, მაშინ საკუთარ ბედზე, და მომავალზე პასუხისმგებლობას თავად ეს ხალხი იღებს.

საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება, იწყება სახალხო მოძრაობა, ჩვენი საერთო მომავლის და სამშობლოს გადასარჩენად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი