დეოლიგარქიზაცია საქართველოში | რა გზა გაიარა მოლდოვამ პლახატნიუკის გაქცევის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ერთ დროს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სამეულის უდავო და უპირობო ლიდერი იყო. წარმატებული რეფორმები, მდგრადი დემოკრატია, 2012 წლის ხელისუფლების გადაბარების ევროპული სტანდარტით, საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემო და მზაობა, მყარი ინისტიტუციების შესაქმნელად.

გადაახვიეთ 10 წელი "ქართული ოცნების" მმართველობისა, და დავინახავთ, რომ საქართველო ევროპული დემოკრატიის მაჩანჩალად იქცა, ასოცირების სამეულიდან საერთოდ ამოვარდა და ახლა ევროკავშირის კანდიდატის სატუსის მისაღებადაც კი ჯერ წინაპირობები უნდა დააკმაყოფილოს.

დეოლიგარქიზაცია - ტერმინი რომლის გაგონებისას ოცნების ლიდერები ან უხერხულად მხრებს იჩეჩავენ, ან გიპასუხებენ რომ ოლიგარქების პრობლემა უკრაინასა და მოლდოვაშიც დგასო. ჩვენგან გასნხვავებით ეს ორივე ქვეყანა დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, ჩვენ არა.

ლაშა კვესელაძემ დეოლიგარქიზაციის მოლდოვური მაგალითი შეისწავლა. 3 წელია ოლიგარქი პლახატნიუკი გაქცეული მოლდოვადან, მაგრამ მის გავლენა ჯერ ისევ იგრძნობა სასამართლოშიც და ძალოვან უწყებებშიც. პარალელები ივანიშვილის რეჟიმთან, კიდევ ძალიან ბევრია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი