თბილისში სროლა, დაჭრა და სისხლიანი გარჩევები სამწუხაროდ აღარავის უკვირს. მაგრამ ორი დღის წინ გავლენიანი ბიზნესმენის ჩაცხრილვა წყნეთის გზაზე, მაინც განსაკუთრებული შემთხვევა აღმოჩნდა.
დანაშაულის სიზუსტე, დაგეგმვის სირთულე და თითქმის უკვალოდ გამქრალი თავდამსხმელი მიანიშნებს, რომ მკვლელობის უკან სავარაუდოდ პროფესიონალ ქილერი, ან ქილერთა კარგად მომზადებული ჯგუფი იდგა.
მეორე საკითხია რას შეიძლება უკავსირდებოდეს ეს მკვლელობა, და ხომ არ არის ეს სისხლიანი ანგარიშსწორებების მთელი სერიის დასაწყისი. მოკლედ, წყნეთში გასროლილმა 20 ტყვიამ ძალიან ბევრი თავსატეხი გაუჩინა სამართალდამცველებსაც და ბიზნესმენებსაც, ვინც მოკლულთან საქმიან ურთიერთობაში იყვნენ. დანაშაულის ანატომია დავით აბრამიშვილმა აღადგინა.
ლევან კაჭარავა 24 ივნისს, წყნეთის გზატკეცილზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა კარგად იცოდა ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტი და მას ჩასაფრება ისეთ ადგილზე მოუწყო, სადაც არც შენობებია და არც გარე სათვალთვალო კამერები.
ასევე იხილეთ: