საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, იურიდიულ კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს. ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ეუთოს მიერ იყო გაცემული რეკომენდაცია დაახლოებით 30 მიმართულებით. აქედან მხოლოდ სამია შესრულებული მთლიანად და შვიდი სანახევროდ. ამ კოდექსით კვლავ შეიძლება მანიპულირება და ამას როგორც იყენებდა, კვლავ გამოიყენებს "ქართული ოცნება". ვეცდებით, რომ რაიმე ცვლილებები მაინც შევატანინოთ, ხვალ კომიტეტის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე. 

"ევროპული საქართველო" ამბობს, რომ თუ "ოცნებისგან" დაინახავენ რესურსს და მზაობას, რომ იმ საკითხებზე, რაც არჩევნების დღეს ამომრჩეველზე ძალადობის ან მისი ნების შეცვლის და კონტროლის შესაძლებლობის აღმოფხვრას ეხება, მოლაპარაკება შედგეს, ისინი პროცესში ჩაერთვებიან.

ცვლილებებს აფასებენ არასაპარლამენტო პარტიებიც და ამბობენ, რომ ინიცირებულ დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული ის საკვანძო საკითხები,  რომლებიც მოახლოებულ არჩევნებზე პოლიტიკურ ძალადობას და მოსყიდვას არ დაუშვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი