ჩერკასის რაიონში ოკუპანტებმა ხიდი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ უკრაინაში, ჩერკასის რაიონში ოკუპანტებმა მდინარე დნეპრზე სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი დაბომბეს - ორი რაკეტიდან ერთ-ერთი, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩერკასისკენ გაისროლეს, დნეპრის გადაღმა ხიდს მოხვდა, განუცხადა Reuters-ს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

გამოცემის ცნობით, შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაიჭრა. 

"დღეს მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ჩერკასის რეგიონზე. რეგიონულ ცენტრთან 2 დარტყმა განხორციელდა. ერთი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ინფრასტრუქტურა დაზიანდა", - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, იგორ ტაბურეტსმა. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჩერკასი თებერვალში ომის დაწყების შემდეგ არ დაუბომბავთ, მაგრამ რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო თავდასხმები უკრაინაში ამ შაბათ-კვირას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი