მხოლოდ გარედან მოწოდება ნიშნავს, რომ მათ ეს სპეკულაციისთვის სჭირდებათ - მდინარაძე ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კოდექსში  შესატანი ცვლილებები იყო მთავარი საკითხი უმრავლესობის გუშინ გამართულ სხდომაზეც - ივანიშვილის გუნდი გუშინ პარტიის შეიკრიბა და ეს თემები თავმჯდომარის გარეშე განიხილა. ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შეხვედრაზე არ მივიდა.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს კრიმინალური  ოპოზიცია უწოდა.

რეკომენდაციების უდიდესი უმრავლესობა შესრულდება იმგვარად, რომ ხვალ და ზეგ ეს აისახება შესაბამის კანონმდებლობაში, ამაზე იყო უმრავლესობის შეხვედრა. ერთნაირი მიდგომაა ყველა პარტიისთვის, მოგვიწოდებენ რაღაცეებს გარედან და გარედან მოწოდება და კომიტეტზე და სესიაზე არ შესვლა ნიშნავს ერთადერთ რაღაცას, რომ მათ ეს სჭირდებათ მხოლოდ სპეკულაციისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, სადამდე მივიდნენ პიარულ თავხედობაში ეს ადამიანები, კრიმინალური ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს კონკრეტული მედია საშუალებები ამ აზრის გავრცელებაშიც კი, - განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი