სამხრეთ აფრიკაში ღამის კლუბში 21 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს - მიზეზი დაუდგენელია

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისთ-ლონდონში ერთ-ერთ ღამის კლუბში სულ მცირე 21 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. გამოძიებას ეჭვი მოწამვლაზე აქვს.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილთა შორის ყველაზე პატარა ასაკის 13 წლის მოზარდია. დაღუპულთა ასაკი 13-დან 20 წლამდეა.

გამოძიების თქმით, გარდაცვლილებს ხილული ჭრილობები არ აღენიშნებოდათ.

შემთხვევა კვირას, 26 ივნისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ღამის კლუბში სკოლის დამთავრებას ზეიმობდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი