კოლუმბიაში ხარების ბრძოლის დროს მაყურებელთა ტრიბუნა ჩაინგრა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ კოლუმბიაში, ტოლიმას დასახლებაში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა ხარების ბრძოლის დროს ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ქალი, კაცი და ბავშვია. რეგიონის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლის თქმით, საავადმყოფოში მკურნალობას 322 ადამიანი გადის, რომელთაგან ოთხი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი