ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი - ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ აშშ ივანიშვილის გარემოცვას დაასანქცირებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ აშშ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებისთვის ემზადება. მისივე განცხადებით, სანქცირებულთა სიაში შესაძლოა მოხვდნენ ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი.

"ეჭვი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებისთვის და ამასობაში ცხადია შესაძლოა მოყვნენ მთავრობის წევრები - შს მინისტრი ბატონი გომელაური, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, რომელიც ძალიან ბევრ დოკუმენტაციაზე არის ხელისმომწერი, როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი და პირადი ბანკირი. შესაბამისად, ცხადია ეს ინფორმაციები აქვს დასავლეთს და კონკრეტული ღონისძიებების გატარების დროს თუ ისინი მთელ მთავრობას არ დაასანქცირიებენ იმუშავებენ იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც ასე ვთქვათ რეჟიმს და ოლიგარქიას ამაგრებს", - თქვა ხაბეიშვილმა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასავლეთი არავის აპატიებს ადამიანების მკვლელობაში თანამონაწილეობას პირდაპირი თუ ირიბი გზით. 

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაა, რაც მისივე თქმით, ძალიან ახლო მომავალში მოხდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი