სანქცირებული "როსნეფტის" ტვირთით დატვირთულმა ტანკერმა ბათუმის პორტი დატოვა

გამოქვეყნდა:

სანქცირებული "როსნეფტის" ტვირთით დატვირთულმა ტანკერმა ბათუმის პორტი დატოვა.

გემი, რომელიც  თურქულ კომპანიას ეკუთვნის, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან, ტუაფსეს პორტიდან შემოვიდა.  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ  ტანკერი და მისი მფლობელი  სანქცირებული არ არის, ტვირთის კონტროლი კი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა. შემოსავლების სამსახური კი აცხადებს, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში, თუმცა გემზე განთავსებული საქონელი სანქცირებული ნავთობპროდუქტი იყო.

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, სანქცირებული რუსული ტვირთი ბათუმის პორტში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა, "ესენკამ" შემოიტანა. 

სანქცირებული ტვირთის შემოსვლა დღეს დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი